ტვინ პიქსი

TWIN PEAKSორიგინალი სახელწოდება: TWIN PEAKS
გამოშვების წელი: 1990
ქვეყანა: აშშ
ჟანრი: საშინელებათა, დრამა, მისტიკა
ხანგრძლივობა: 1 საათი 
რეიტინგი:  IMDb  8.8

„ტვინ პიქსი“ — ამერიკული სატელევიზიო დრამატული სერიალი, შექმნილი მარკ ფროსტისა და დევიდ ლინჩის მიერ. სერიალში მოთხრობილი ფედერალური საგამოძიებო ბიუროს აგენტ დეილ კუპერის (კაილ მაკლაქლენი), რომელიც იძიებს ქალაქ ტვინ პიქსის მკვიდრის, ლორა პალმერის (შერილ ლი) მკვლელობას. სერიალის საცდელი სერია ეთერში გავიდა ABC-ზე, 1990 წლის 18 აპრილს. შვიდი ეპიზოდის შემდეგ სერიალი განახლდა და დაიწყო მეორე სეზონი, რომელიც გაგრძელდა 1991 წლის 10 ივნისისთვის.

ტვინ პიქსი არის გამოგონილი ქალაქი ვაშინგტონის შტატის ტერიტორიაზე. ექსტერიერების გადაღებები მიმდინარეობდა ვაშინგტონის შტატში, სნოკუოლმისა და ნორზ-ბენდში, დამატებითი ექსტერიერები კი გადაიღეს სამხრეთ კალიფორნიაში. ინტერიერული სცენების დიდი ნაწილი გადაიღეს სან-ფერნანდოს ველზე მდებარე საწყობში.

ტვინ პიქსი იქცა 1990 წლის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ სატელევიზიო პროექტად, როგორც ამერიკის, ასევე მსოფლიო მასშტაბით. სერიალს მოჰყვა საკულტო წარმატებაც. იგი იქცა პოპ-კულტურის ნაწილად, რომელიც შემდგომში ხშირად უხსენებიათ სხვა სატელევიზიო გადაცემებში, რეკლამებში, კომიქსებში, ვიდეო თამაშებში, ფილმებსა და სიმღერების ტექსტებში. თუმცა, სერიალის პოპულარობამ ოდნავ იკლო, ამიტომ ABC-მ მოითხოვა მეორე სეზონის შუა ეპიზოდებისთვის ლორას მკვლელის ვინაობის განხილვა. 1992 წელს სერიალს მოჰყვა სრულმეტრაჟიანი ფილმიც, რომელიც წარმოადგენს როგორც სერიალის პროლოგს, აგრეთვე მის დასასრულსაც.

არ გამოგრჩეთ: