ყვავი

ყვავიორიგინალი სახელწოდება: THE CROW
გამოშვების წელი: 1994
ქვეყანა: აშშ
ჟანრი: საშინელებათა, თრილერი
ხანგრძლივობა: 1 საათი 42 წუთი 
რეიტინგი:  IMDb  7.6

ალექს პროიასის სადებიუტო ფილმი, რომელიც ჯეიმს ობარას გრაფიკული რომანის მიხედვითაა გადაღებული, მოგვითხრობს ისტორიას, თუ როგორ მოკლეს კრიმინალებმა მუსიკოსი ერიკ დრეივენი და მისი საცოლე შელი ჰელოუინზე. ჯეიმს ობარამ ეს ისტორია საყვარელი ადამიანის დაკარგვის შემდეგ დაწერა. კიდევ ერთი სევდიანი ისტორია, რაც ამ ფილმს უკავშირდება, ერიკ დრეივენის როლის შემსრულებლის, ბრენდონ ლის გადასაღებ მოედანზე გარდაცვალებაა, როდესაც ერთ-ერთი სროლის სცენის გადაღებების დროს რეკვიზიტორებმა შემთხვევით იარაღში ნამდვილი ტყვიები ჩადეს. ბრიუს ლის შვილს რამდენიმე ტყვია მუცლის არეში მოხვდა და საავადმყოფოში გარდაიცვალა.

არ გამოგრჩეთ: