ზებუნებრივი

ზებუნებრივიორიგინალი სახელწოდება: SUPERNATURALგამოშვების წელი: 2005
ქვეყანა: აშშ
ჟანრი: საშინელებათა, დრამა
ხანგრძლივობა: 1 საათი 
რეიტინგი:  IMDb  8.5

„ზებუნებრივი“ — ამერიკული დრამა-საშინელებათა ჟანრის სატელევიზიო სერიალი, მთავარ როლებში ჯენსენ ეკლსითა (დინ ვინჩესტერი) და ჯარედ პადალეკით (სემ ვინჩესტერი). ისინი არიან ძმები, რომლებიც ნადირობენ დემონებსა და სხვა პარანორმალურ ფიგურებზე. გადაღებები მიმდინარეობს კანადის ქალაქ ვანკუვერში. სერიალის დებიუტი 2005 წლის 13 სექტემბერს, ტელეკომპანია WB-ს ეთერში შედგა, ამჟამად კი CW-ს ტელეარხზე გადის. მეორე სეზონი 2006 წლის 28 სექტემბერს გამოვიდა, მესამე კი 2007 წლის 4 ოქტომბერს. 2007 წლის 5 დეკემბერს სერიალის პროდუქცია შეჩერდა 2007-2008 წლის ე.წ. მწერალთა გაფიცვის გამო. ამ დროისათვის მხოლოდ მე-12 სერიის გადაღება იყო დასრულებული. 2008 წლის აპრილ-მაისში გამოვიდა კიდევ 4 სერია და საბოლოო ჯამში მესამე სეზონმა 16 სერია გააერთიანა, თუმცაღა 22-ის გადაღება იგეგმებოდა. 2008 წლის 18 სექტემბერს გამოვიდა სერიალის რიგით მეოთხე სეზონი. 2009 წლის 24 თებერვალს შედგა მეხუთე სეზონის დებიუტი. მეექვსე სეზონის პრემიერა გაიმართა 2010 წლის 24 სექტემბერს. მეშვიდე სეზონის 2011 წლის 23 სექტემბერს. 2012 წლის 3 ოქტომბერს შედგა მერვე სეზონის პრემიერა. მეცხრე სეზონის პრემიერა 2013 წლის 8 ოქტომბერს მოეწყო. 2014 წლის 13 თებერვალს სერიალი ოფიციალურად გაგრძელდა მეათე სეზონამდე.

არ გამოგრჩეთ: