ყბები

ყბებიორიგინალი სახელწოდება: JAWS
გამოშვების წელი: 1975
ქვეყანა: აშშ
ჟანრი: საშინელებათა, თრილერი
ხანგრძლივობა: 2 საათი 
რეიტინგი:  IMDb  8.0

ადამიანი უხსოვარი დროიდან ებრძოდა ათასგვარ სტიქიასა თუ კატასტროფას და ამ ბრძოლებში განვითარდა კიდეც. მაგრამ რა უნდა ქნა, როცა მოულოდნელი უბედურება გატყდება თავს? მით უმეტეს, თუკი ეს უბედურება არც მეტი, არც ნაკლები, დიდი თეთრი კაციჭამია ზვიგენია?ცნობილი ამერიკელი მწერლის, სცენარისტისა და ზვიგენების დამცველის, პიტერ ბენჩლის გახმაურებული რომანი „ყბები“ 1974 წელს გამოქვეყნდა და მაშინვე მიიპყრო მკითხველის ყურადღება. მალევე წიგნის მიხედვით კინორეჟისორმა სტივენ სპილბერგმა ამავე სახელწოდების ფილმი გადაიღო, რომელიც თრილერის ჟანრის კლასიკად იქცა და არნახული მოგება მოუტანა შემქმნელებს. რომანი, რომელშიც მთელი სიმძაფრითაა ასახული ადამიანის შეუპოვარი ბრძოლა ზღვის ურჩხულთან, გულგრილს არ დატოვებს ჰორორის მოყვარულებს და არა მარტო მათ.

არ გამოგრჩეთ: