უცნაური ამბები

უცნაური ამბებიორიგინალი სახელწოდება: STRANGER THINGS
გამოშვების წელი: 2016
ქვეყანა: აშშ
ჟანრი: საშინელებათა, დრამა
ხანგრძლივობა: 1 საათი 
რეიტინგი:  IMDb  8.9

„უცნაური ამბები“ — ამერიკული სამეცნიერო ფანტასტიკური საშინელებთა ჟანრის სატელევიზიო სერიალი, რომელიც სცენარის ავტორები, რეჟისორები და თანაპროდიუსერები არიან ძმები დაფერები, შოუნ ლევისთან და დენ კოენთან ერთად. როლებს სერიალში ასრულებენ უაინონა რაიდერი, დევიდ ჰარბორი, ფინ ვულფჰარდი, მილი ბობი ბრაუნი, გატენ მატარაცო, კალებ მაკლაფლინი, ნატალია დაიერი, ჩარლი ჰიტონი, კარა ბუონო და მეთიუ მოდაინი, ნოა შნაპის და ჯო კირის რამდენიმე ეპიზოდში თანამონაწილეობით. სერიალის მეორე სეზონში უკანასკნელები უფრო ხშირად გამოჩნდებიან, სეიდი სინკის და დეკრ მონტგომერის თანამონაწილეობასთან ერთად.

სერიალის მოქმედება მიმდინარეობს აშშ-ის შტატ ინდიანას გამოგონილ ქალაქ ჰოუკინზში, 1980-იანებში. პირველ სეზონში ბიჭუნები იძიებენ მეგობრის გაუჩინარებას. წამყვან როლს მის პოვნაში ასრულებს გოგონა ზებუნებრივი თვისებებით. მეორე სეზონის მოქმედება მიმდინარეობს ამ მოვლენებიდან ერთი წლის შემდეგ. მასში ასახული იქნება, თუ როგორ ცდილობენ პერსონაჟები, დაუბრუნდნენ ცხოვრების ჩვეულ რიტმს.

ძმები დაფერების ჩანაფიქრით, უცნაური ამბები უნდა ყოფილიყო დეტექტიური ჟანრის სერიალი, ზებუნებრივი ელემენტებით, ბავშვების მიამიტი აღქმით, როგორც მიძღვნა 1980-იანების პოპულარული კულტურისადმი. რამდენიმე თემა და რეჟისორული ასპექტი შთაგონებულია სტივენ სპილბერგის, ჯონ კარპენტერის და სტივენ კინგის შემოქმედებით.

არ გამოგრჩეთ: